ნანუკა ჟორჟოლიანი და პარტიის მომავალი - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში" - Palitra News

ნანუკა ჟორჟოლიანი და პარტიის მომავალი - რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში"

2026-06-18 20:32:29+04:00

პარტია ნაციონალურ მოძრაობაში ცვლილებები ანონსდება. როგორც ცნობილია, ივლისში ყველა თანამდებობის პირს ნაციონალურ მოძრაობაში ვადა უმთავრდება. პარტიის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი სიახლეების საჭიროებაზე უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობს. ექსპრეზიდენტი ციხიდან გამოგზავნილ წერილებში გუნდის გაცოცხლებაზე წერს და საკუთარ კანდიდატად ნანუკა ჟორჟოლიანს ასახელებს. მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სწორედ ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება ის, ვინც პარტიაში ახალ სიცოხლეს შეიტანს და არსებულ გამოწვევებს უპასუხებს. თავად ჟორჟოლიანს თავმჯდომარეობა არ სურს, თუმცა საკუთარ თავს კრიზისს მენეჯერად ხედავს და სამუშაო პროცესებში აქტიურ ჩართვაზეც მზაობას ადასტურებს. რა როლი ექნება მოქმედ თავმჯდომარეს პარტიის განვითარებაში - ახლა, ეს შეკითხვა ერთ-ერთი აქტუალურია. მიუხედავად იმისა, რომ ბოკუჩავასთვის ექსპრეზიდენტის გზავნილი მოულოდნელი და იმპულსური აღმოჩნდა, პოლიტიკოსი გუნდის დატოვებას არ გეგმავს.