როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს - Palitra News

როგორია ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა - პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს

2026-06-18 20:37:13+04:00

პატიმრობის პირობებში ჯანმრთელობის საკითხი დღის წესრიგში მოექცა - ელენე ხოშტარიას მდგომარეობა განხილვის თემად რჩება. ალდეს განცხადებით, შესაბამისი დახმარების გარეშე, არსებობს მისი ჯანმრთელობისთვის შეუქცევადი ზიანის მიყენების საფრთხე, რამაც შესაძლოა, პოლიტიკოსს სიარულის უნარიც კი დააკარგვინოს. თავად პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ციხის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა კონკრეტული სამედიცინო ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. პენიტენციური სამსახური, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, მისი ადვოკატისა და მხარდამჭერების მხრიდან გავრცელებულ ცნობებს არ ეთანხმება, უწყებაში განმარტავენ, რომ ხოშტარია სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს.