ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული ანგარიში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიციის შეფასებით, დოკუმენტი ქვეყანაში არსებულ დემოკრატიულ გამოწვევებსა და ბოლოწლების პოლიტიკურ პროცესებს რეალისტურად ასახავს. მათი აზრით, ანგარიშში წარმოდგენილი კრიტიკა საქართველოში არსებული ვითარების შესაბამისია.
მმართველი გუნდი ამ შეფასებებს არ ეთანხმება და დოკუმენტს პოლიტიკურად მიკერძოებულად მიიჩნევს. ამბობენ, რომ საქართველოში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუპატიმრებიათ და ქვეყანაში ყველაფერი წესრიგშია, არადა დოკუმენტში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბებულადაა შეფასებული. საუბარია ქვეყნის ანტიდემოკრატიულ სვალზე, პოლიტპატიმრებასა და შეცვლილ საგარეო კურსზე. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობს და სახელმწიფო ინსტიტუტები სრულფასოვნად ფუნქციონირებს.