ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება - რა ეტაპზეა სამართალწარმოების პროცესი - Palitra News

ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება - რა ეტაპზეა სამართალწარმოების პროცესი

2026-06-18 20:41:01+04:00

ე.წ საბოტაჟის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება - დღევანდელი პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევას, კერძოდ მოწმეების გამოკითხვას დაეთმო. პროკურატურის მტკიცებით, საქმეში წარმოდგენილია ვიდეომასალა, საჯარო განცხადებები, საგამოძიებო უწყებების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მიღებული მონაცემები. ბრალდებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თვლიან, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არსებულ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა საზოგადოების ერთიანობას ენიჭება. ბრალი რამდენიმე ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძესა და ელენე ხოშტარიას აქვთ წარდგენილი.