აშშ რუსეთში თავის მოქალაქეებს დრონების საფრთხესთან დაკავშირებით პირველად აფრთხილებს. შესაბამის განცხადებას რუსეთში აშშ-ის საელჩო
კერძოდ, საელჩო დრონებსა და უპილოტო საფრნე აპარატებზე რეაგირების სახელმძღვანელოს ავრცელებს.
“უპილოტო საფრენი აპარატების ან დრონების თავდასხმები და აფეთქებები მოხდა უკრაინის საზღვართან, ასევე, რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვში, ყაზანსა და სანქტ-პეტერბურგში. საგანგებო შემთხვევაში, უნდა დაიცვათ რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები და მოძებნოთ თავშესაფარი.
უპილოტო საფრენი აპარატის ან დრონის დანახვის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ გადაადგილდით და საჭიროების შემთხვევაში მოძებნეთ თავშესაფარი. არ მიუახლოვდეთ, არ შეეხოთ და არ გადაუღოთ ფოტო უპილოტო საფრენ აპარატს, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებს ან უპილოტო საფრენი აპარატის მიერ ჩამოგდებულ საგნებს. რუსეთის კანონი კრძალავს დრონებით თავდასხმის შედეგების ამსახველი ფოტოების ან ვიდეოების გაზიარებას ან გამოქვეყნებას, მათ შორის უპილოტო საფრენი აპარატების ან უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილების სურათების. ამ კანონის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს ჯარიმა ან თავისუფლების აღკვეთა. დაიცავით ადგილობრივი ხელისუფლების მითითებები.
აშშ-ის მოქალაქეებს კვლავ ვურჩევთ და მკაცრად ვახსენებთ, რომ არ იმოგზაურონ რუსეთში”, - ნათქვამია განცხადებაში.