ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა — ადვოკატი მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს - Palitra News

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა — ადვოკატი მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს

2026-06-19 09:33:12+04:00

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა, ამის შესახებ მისი კოლეგები და უფლებადამცველი საუბრობს. მათი ინფორმაციით, მას აღენიშნება სახსრების ძლიერი ტკივილი გადაადგილების გართულება და პერიოდულად ისეთი შეზღუდვები რომ ზოგჯერ წერაც კი უჭირს. ადვოკატი აცხადებს, რომ სათანადო მკურნალობის გარეშე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების რისკი არსებობს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესებულა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ოპონენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ყურადღებას არ არ აქცევს, და ამ პროცესებს პოლიტიკური სპეკულაციწბისთვის იყენებენ.