ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში 436 ხმით მიიღო — კრიტიკა მედიისა და უფლებების მდგომარეობაზე - Palitra News

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში 436 ხმით მიიღო — კრიტიკა მედიისა და უფლებების მდგომარეობაზე

2026-06-19 09:34:26+04:00

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო ანგარიში საქართველოს ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი მკაცრი პოლიტიკური გზავნილია. ანგარიშში საუბარია დემოკრატიულ უკუსვლაზე მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე, ასევე ევროკავშირის მხრიდან დამატებითი სანქციების შესაძლებლობაზეც. ევროპარლამენტმა დოკუმენტი 436 ხმით მიიღო რაც ხელისუფლების ოპონენტების თქმით, აჩვენებს, რომ ანგარიშში გამოთქმულ შეფასებებს ფართო მხარდაჭერა აქვს. ოპოზიცია აცხადებს, რომ დოკუმენტი ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებას. აღნიშნავენ, რომ მსგავსი კრიტიკული შეფასებების დაგროვება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესს კიდევ უფრო ართულებს და ურთიერთობებში არსებულ კრიზისს აღრმავებს.