„ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერის არჩევის მოლოდინში — პარტიის მომავალი შემადგენლობა ივლისში გაირკვევა - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობა“ ლიდერის არჩევის მოლოდინში — პარტიის მომავალი შემადგენლობა ივლისში გაირკვევა

2026-06-19 09:35:36+04:00

ვინ გახდება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე, ეს კითხვა პარტიაში ბოლო დღეების ერთ-ერთ მთავარ განხილვის თემად იქცა. მიხეილ სააკაშვილის მიერ ნანუკა ჟორჟოლიანის მხარდაჭერის საჯაროდ გამოცხადების მიუხედავად, თავად ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისი განცხადებით მომავალი ლიდერის საკითხზე საკუთარი სიტყვა რეგიონულმა და რაიონულმა ორგანიზაციებმა უნდა თქვან, რის გამოც შეხვედრებს სწორედ მათთან იწყებს. იმის მიუხედავად, რომ მოქმედი თავმჯდომარისთვის ეს განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა, თინა ბოკუჩავა პარტიის დატოვებას არ გეგმავს. პარტიისთვის გადამწყვეტი ივლისი იქნება. სწორედ ამ პერიოდში ეწურებათ უფლებამოსილებისს ვადა პარტიაში არჩეულ თანამდებობის პირებს. პოლიტსაბჭოზე კი გადაწყდება ახალი შემადგენლობა, მათ შორის ისიც, თუ ვინ გახდება ქვეყნის ერთერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ახალი თავმჯდომარე.