დაცული ტერიტორიების სააგენტო „ ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პარტნიორი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ ოთარ ედიშერაშვილმა, „ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პრეზიდენტმა ელენე ოთარაშვილმა და მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ სირაძემ მოაწერეს. მემორანდუმი მიზნად ისახავს ტურიზმის სფეროს მხარდაჭერასა და საქართველოს ბუნებრივი და ეკოტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციას.