ირანის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებით, მათ აქვთ „საპასუხო რეაგირების“ გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ აშშ სამშვიდობო შეთანხმებას დაარღვევს. ამავდროულად ცნობილი ხდება, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა. ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობისთვის უკვე მოხსნილია. ამ ფონზე, ცნობილი ხდება, რომ ისრაელმა ლიბანში სამიზნეებს დაარტყა. თავდაცვის ძალების განცხადებით, დარტყმები გრძელდება.ლიდერები განცხადებებს ავრცელებენ. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე ბოლო ცნობები