ათონელის სასახლესთან დაკავშირებული საქმის განხილვა გრძელდება — ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ - Palitra News

ათონელის სასახლესთან დაკავშირებული საქმის განხილვა გრძელდება — ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ

2026-06-19 12:12:42+04:00

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული ექიმი, გიორგი ჩახუნაშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს. 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 7 პირის, მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ. აღნიშნულ ეპიზოდს საერთო ჯამში, 15 ბრალდებული ჰყავდა, თუმცა, რვამ ბრალი აღიარა და მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. დანარჩენი 7 ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.