ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი კოლეგებისა და უფლებადამცველის ინფორმაციით, ბოლო თვეებში მნიშვნელოვნად გაუარესდა. მათი განცხადებით, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს აღენიშნება სახსრების ძლიერი ტკივილი, გადაადგილების გართულება და პერიოდული შეზღუდვები, რის გამოც ზოგჯერ წერაც კი უჭირს. ადვოკატის თქმით, სათანადო მკურნალობის გარეშე არსებობს ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების რისკი. ბრალდებებს უარყოფს სპეციალური პენიტენციური სამსახური. უწყების განცხადებით, ელენე ხოშტარიას შესაბამისი სამედიცინო მომსახურება მიეწოდება.ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ოპონენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სათანადო ყურადღებას არ უთმობს, ხოლო მიმდინარე პროცესები პოლიტიკური სპეკულაციების საგანი ხდება.