ანდრეი სიბიგა - უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ დარტყმებს აყენებს, ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს - პუტინმა ისტორიული შეცდომა დაუშვა - Palitra News

ანდრეი სიბიგა - უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ დარტყმებს აყენებს, ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს - პუტინმა ისტორიული შეცდომა დაუშვა

2026-06-19 13:30:49+04:00

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ შორ მანძილზე მოქმედ დარტყმებს ადგილობრივი წარმოების იარაღის გამოყენებით ახორციელებს.

„უკრაინა რუსეთს არა მხოლოდ დარტყმებს აყენებს. ის ამას უკრაინული იარაღით აკეთებს. პუტინის პროპაგანდა ყოველთვის ეუბნებოდა რუს ხალხს, რომ ისინი მთელ „კოლექტიურ დასავლეთს“ ებრძვიან და არა მხოლოდ უკრაინას. ამით პუტინის დამცირების დამალვა და იმის ახსნა იყო საჭირო, თუ რატომ გრძელდება ეს ომი პირველ მსოფლიო ომზე დიდხანს. ომი იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელიც, მისი თქმით, არ არსებობდა და წლების წინ უნდა ჩამოშლილიყო“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ახლა განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ მოსკოვისა და რუსეთის სხვა რეგიონების წინააღმდეჰ შორ მანძილზე მოქმედი „სანქციების“ 100%-ი უკრაინული წარმოების იარაღით ხორციელდება.

„რუსულ პროპაგანდას გაუჭირდება ამის თავის ტყუილში ჩასმა. პუტინმა არა მხოლოდ არასწორად გათვალა უკრაინაზე თავდასხმა. მან ისტორიული შეცდომა დაუშვა. ყოველ თვე, როდესაც ის უარს ამბობს ამის მიღებაზე და ამ ომის დასრულებაზე, საქმე მხოლოდ გაუარესდება მისთვის და მისი რეჟიმისთვის. ნებისმიერ მომენტში პუტინს აქვს გამოსავალი. მას უბრალოდ უნდა უბრძანოს თავის საოკუპაციო ძალებს ცეცხლის შეწყვეტა და ომის შეჩერება“, - აცხადებს სიბიგა.