კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ფასი არ აქვს - დავსხდეთ და ვისაუბროთ და არა ის, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვიყუროს, საქართველო არავის უკანა ეზო არ არის - Palitra News

კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ფასი არ აქვს - დავსხდეთ და ვისაუბროთ და არა ის, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვიყუროს, საქართველო არავის უკანა ეზო არ არის

2026-06-19 14:49:43+04:00

არანაირი ფასი არ აქვთ ამ რეზოლუციებს. მხოლოდ სიცრუე და არანაირი კონკრეტიკა-არაერთხელ ვთქვით, მზად ვართ დიალოგისთვის, დავსხდეთ და ვისაუბროთ და არა ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვიყუროს. საქართველო არავის უკანა ეზო არ არის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ცილისწამება და მუქარა საქართველოს წინააღმდეგ კვლავ გრძელდება.

„ბევრი რეზოლუცია გვინახავს და ვიცით, როგორ ხდება ამ ტიპის რეზოლუციების მიღება. არანაირი ფასი არ აქვთ ამ რეზოლუციებს. მხოლოდ სიცრუე და არანაირი კონკრეტიკა, სიმართლე. ბევრი გვინახავს წარსულშიც ამ შინაარსის რეზოლუციები. გრძელდება ეს ცილისწამება, მუქარა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. არაერთხელ ვთქვით, მზად ვართ დიალოგისთვის, დავსხდეთ და ვისაუბროთ და არა ისე, რომ ვიღაცამ ზემოდან თითის დაქნევით გვიყუროს. საქართველო არავის უკანა ეზო არ არის. ეს არის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს“,- აღნიშნა კალაძემ.