4 ოქტომბრის საქმეზე 7 პირი დამნაშავედ ცნეს — გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს - Palitra News

4 ოქტომბრის საქმეზე 7 პირი დამნაშავედ ცნეს — გიორგი ჩახუნაშვილი სასამართლო დარბაზში დააკავეს

2026-06-19 15:45:34+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული 7 პირი დამნაშავედ ცნო. მათ შორის არის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, რომელიც ამ დრომდე გირაოს სანაცვლოდ თავისუფლებაში იმყოფებოდა, დღეს კი სხდომათა დარბაზშივე დააკავეს. 4 ოქტომბრის აღნიშნულ ეპიზოდზე ბრალდებულ სხვა პირებს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ მათ დანაშაული აღიარეს და მტკიცებულებები უდავო გახადეს.