დროებითი მოთავსების იზოლატორების, ასევე, საქართველოში უკანონოდ მყოფ პირთა დროებითი განთავსების ცენტრის პირობებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია დღეს ალან მიჩელმა მოისმინა. ის ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის პრეზიდენტია. მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა თადუმაძემ შეხვდა. მიმოიხილეს ბოლო პერიოდში განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები. ევროსაბჭოს წამების ევროპული კომიტეტის წარმომადგენლებმა რამდენიმე პოლიტიკოსი პატიმარი მოინახულეს.