დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები დღეს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს ხვდებიან.
მშობლები მთავრობის მიერ დაპირებული ახალი მედიკამენტების შემოტანასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მიღებას ელოდებიან. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საკითხზე შესაბამის ფარმაცევტულ კომპანიებს წერილობით უკვე მიმართა. შეხვედრაზე მთავარი კითხვები წამლების შემოტანის სავარაუდო ვადებს, პროცედურებსა და მიმდინარე პროცესის დეტალებს შეეხება.