ირაკლი კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს - დისკრიმინაციული მოთხოვნა ჩანს ამ რეზოლუციაში, აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი - ეს არაჯანსაღია - Palitra News

ირაკლი კობახიძე - ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს - დისკრიმინაციული მოთხოვნა ჩანს ამ რეზოლუციაში, აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი - ეს არაჯანსაღია

2026-06-20 11:30:48+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით ევროპარლამენტის რეზოლუციებს ფასი აქვს დაკარგული.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს ტაჯიკეთში განუცხადა, აღნიშნული რეზოლუციაში დისკრიმინაციული მოთხოვნაა, რომ, „მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი“.

„ზოგადად ყველანაირი ფასი აქვს დაკარგული ევროპარლამენტის რეზოლუციებს. უკვე აღარ მახსოვს, მერამდენე რეზოლუცია დამტკიცდა. ქართველ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს ეს რეზოლუციები. საინტერესო დეტალია, პირდაპირ დისკრიმინაციული მოთხოვნა ჩანს ამ რეზოლუციაში, აცხადებენ, რომ მხოლოდ აგენტურას უნდა შეუნარჩუნდეს უვიზო რეჟიმი. ეს, რა თქმა უნდა, არ არის ჯანსაღი მიდგომა ქართველი ხალხის მიმართ. საზოგადოება იმსახურებს სამართლიან დამოკიდებულებას ევრობიუროკრატიისგან, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ განსხვავებული მიდგომებია ჩამოყალიბებული. არ შეიძლება მხოლოდ აგენტურას დაუტოვონ უვიზო რეჟიმი“,- განაცხადა კობახიძემ.