2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან შვიდი წელი გავიდა - ე.წ. „გავრილოვის ღამე“ დღემდე პოლიტიკური შეფასებებისა და დაპირისპირების თემად რჩება - Palitra News

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან შვიდი წელი გავიდა - ე.წ. „გავრილოვის ღამე“ დღემდე პოლიტიკური შეფასებებისა და დაპირისპირების თემად რჩება

2026-06-20 12:26:18+04:00

2019 წლის 20 ივნისის მოვლენებიდან შვიდი წელი გავიდა - ე.წ. „გავრილოვის ღამე“ დღემდე პოლიტიკური შეფასებებისა და დაპირისპირების თემად რჩება.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ იმ ღამით საპროტესტო აქციის დაშლაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ცალკეულ მაღალჩინოსნებს არ ეკისრებათ და ეს მთლიანად მაშინდელი მმართველი გუნდის პასუხისმგებლობის საკითხია. მათი შეფასებით, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ქვეყნის დაშორება ევროპულ კურსს და დაახლოება ავტორიტარულ მმართველობის მოდელთან.

პარტიაში „გახარია საქართველოსთვის“ კვლავ აცხადებენ, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია და მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

20 ივნისის მოვლენების წლისთავთან დაკავშირებით დღეს თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება.