ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში პოლიტიკური შეფასებების თემაა - Palitra News

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ანგარიში პოლიტიკური შეფასებების თემაა

2026-06-20 12:29:11+04:00

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აქციების დროს ძალის შესაძლო არაპროპორციული გამოყენების ფაქტები გამოიძიოს და გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, მისი შეფასებით, ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომისრის შეფასებები ქვეყანაში არსებული პრობლემების კიდევ ერთი საერთაშორისო დადასტურებაა და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.

ხელისუფლებაში ო’ფლაერტის დასკვნებს არ ეთანხმებიან. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, მისი კრიტიკა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.

ამავე საკითხზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმების შესახებ მიმართავს.

ამავდროულად, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს .