4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილი განაჩენი კვლავ მწვავე პოლიტიკური განხილვის საგანია. მსჯავრდებულთა მხარდამჭერები გადაწყვეტილებას პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულებად აფასებენ, ხოლო ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე საუბრობს.
ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების საქმეზე ექვს პირს, მათ შორის ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა მიიღო.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 4 ოქტომბერს განვითარებული ქმედებები მიუღებელი იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიის ადამიანები მონაწილეობდნენ მათში.
საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ია დარახველიძე, სასამართლო პროცესს არ დასწრებია და მასზე ძებნა გამოცხადდა. მოგვიანებით მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმყოფება ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცულია.