საქართველო და ტაჯიკეთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ - Palitra News

საქართველო და ტაჯიკეთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ

2026-06-20 12:30:58+04:00

საქართველო და ტაჯიკეთი სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ტაჯიკეთის პრეზიდენტ ემომალი რაჰმონის ერთობლივ კომუნიკეშია აღნიშნული.

დოკუმენტის მიხედვით, მხარეები სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და არსებული სატრანზიტო პოტენციალის უფრო ეფექტიან გამოყენებას შეუწყობენ ხელს. ასევე მხარდაჭერილია ორ ქვეყანას შორის რეგულარული პირდაპირი ავიამიმოსვლის სწრაფად ამოქმედების იდეა.

კომუნიკეში ხაზგასმულია, რომ თბილისი და დუშანბე ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებაზე იმუშავებენ.

ტაჯიკეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდა.