პოლონეთსა და უკრაინას შორის მორიგი პოლიტიკური უთანხმოება წარმოიშვა. პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მინიჭებული „თეთრი არწივის“ ორდენის ჩამორთმევის გადაწყვეტილება მიიღო.
ნავროცკის განმარტებით, გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების“ სახელწოდების მინიჭებას, რასაც უკრაინის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა ძალადობრივ და ტოტალიტარულ მემკვიდრეობასთან მკაფიო დისტანცია უნდა დაიჭირონ.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ მსგავსი დაპირისპირება რუსეთს აძლევს ხელს და პარტნიორებს შორის გაუგებრობას აღრმავებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ კი განაცხადა, რომ პოლონეთისგან მიღებულ სახელმწიფო ჯილდოს დააბრუნებს.