ევროკავშირმა სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო - Palitra News

ევროკავშირმა სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო

2026-06-20 12:32:33+04:00

ევროკავშირმა სომხეთს 34 მილიონი ევრო გამოუყო, რათა რუსეთის სავაჭრო შეზღუდვების გავლენა ქვეყნის კერძო სექტორზე შეამსუბუქოს.

ევროკავშირის განცხადებით, გადაწყვეტილება პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მოკლე დროში განხორციელდა. ბრიუსელი აღნიშნავს, რომ ამ ნაბიჯით სომხეთის მხარდაჭერის შესახებ აღებულ ვალდებულებებს ასრულებს.

უკვე ცნობილია, რომ ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი, 5 ივლისს სომხეთს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში განიხილება როგორც ფინანსური დახმარების პაკეტის განხორციელება, ისე ევროკავშირ-სომხეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები.