მართლმსაჯულების რეფორმის საკუთარი ხედვა პოლიტიკური ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებლებმა თანამოაზრეებს წარუდგინეს - Palitra News

მართლმსაჯულების რეფორმის საკუთარი ხედვა პოლიტიკური ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებლებმა თანამოაზრეებს წარუდგინეს

2026-06-20 15:29:39+04:00

მართლმსაჯულების რეფორმის საკუთარი ხედვა პოლიტიკური ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ დამფუძნებლებმა თანამოაზრეებს წარუდგინეს. დოკუმენტი სასამართლო სისტემაში რამდენიმე მიმართულებით ცვლილებებს ითვალისწინებს. ინიციატივის ავტორები სასამართლოს მართვის პროცესის დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ და მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების გაზრდას ემხრობიან ისე, რომ მათი დამოუკიდებლობა არ შეიზღუდოს. წარმოდგენილი ხედვა ასევე პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებისთვის დამატებითი ინსტიტუციური გარანტიების შექმნას მოიცავს. რეფორმის ერთ-ერთ მიზნად სასამართლო სისტემის განტვირთვა სახელდება, რასაც ავტორები არბიტრაჟის განვითარებითა და საქმის სპეციალიზაციის პრინციპის გაძლიერებით გეგმავენ.