ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის მოწოდებას საქართველოში გამოხმაურებები მოჰყვა - Palitra News

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო’ფლაერტის მოწოდებას საქართველოში გამოხმაურებები მოჰყვა

2026-06-20 20:19:13+04:00

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აქციების დროს ძალის შესაძლო არაპროპორციული გამოყენების ფაქტები გამოიძიოს და გადახედოს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, მისი შეფასებით, ფუნდამენტურ თავისუფლებებს ზღუდავს.

ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კომისრის შეფასებები ქვეყანაში არსებული პრობლემების კიდევ ერთი საერთაშორისო დადასტურებაა და პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებენ.

ხელისუფლებაში ო’ფლაერტის დასკვნებს არ ეთანხმებიან. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, მისი კრიტიკა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფოს ინტერესებს ემსახურება.

ასევე პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი თემაა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელშიც უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების ჩანაწერმა „ქართული ოცნების“ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.