თინა ბოკუჩავა - 20 ივნისს ბრძანება ანზორ ჩუბინიძემ გასცა და არა გახარიამ, ამას მის გამომეტყველებაში ვკითხულობდი, როცა პარლამენტში შეშლილი სახით დარბოდა - რაც შეეხება კობახიძეს, მისი გადაყენება ივანიშვილის ტაქტიკური სვლა იყო, შემდეგ კი ისევ პრორუსულ კურსს დაუბრუნდა - Palitra News

თინა ბოკუჩავა - 20 ივნისს ბრძანება ანზორ ჩუბინიძემ გასცა და არა გახარიამ, ამას მის გამომეტყველებაში ვკითხულობდი, როცა პარლამენტში შეშლილი სახით დარბოდა - რაც შეეხება კობახიძეს, მისი გადაყენება ივანიშვილის ტაქტიკური სვლა იყო, შემდეგ კი ისევ პრორუსულ კურსს დაუბრუნდა

2026-06-20 21:03:54+04:00

„გავრილოვის ღამის" შემდეგ კობახიძის გადაყენება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, იმ დროს იყო ივანიშვილის ტაქტიკური სვლა, რადგან იცოდა, რომ იმ მომენტში საზოგადოებაში დიდი ბრაზი და ზიზღი იყო, ამ ადამიანის მიმართ და ის შეშინდა,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, 2019 წლის შემდეგ ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ ის მართლაც, „გამოკვეთილი მორჩილი შემსრულებელია, ყველა ბინძური, ანტიქართული და ანტიეროვნული დავალების, რა დავალებაც შესაძლოა ივანიშვილისგან მიიღოს“.

„საზოგადოებამ იცის, რომ იმ ღამეს ბრძანება გასცა ანზორ ჩუბინიძემ, რომელიც არის ივანიშვილთან დაახლოებული პირი. ეს არ იყო გახარია, მის გამომეტყველებაში ამას ვკითხულობდი, როდესაც პარლამენტის დერეფნებში შეშლილი სახით დარბოდა. ვფიქრობ, რომ საზოგადოებას საკმაოდ მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი სინამდვილეში რაც მოხდა. მაგრამ ის, რომ ის ადამიანები პასუხისგებაში არ არიან მიცემულები, რომლებმაც იძალადეს აქციის მონაწილეებზე, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რუსეთის სახელით საკუთარ მოქალაქეებზე მოძალადე ხელისუფლება ახალისებს ძალადობას. 2019 წლის შემდეგ რამდენჯერ ვიხილეთ ძალადობრივად დაშლილი აქციები? ყოველ ჯერზე ის რუსეთის სახელით ძალადობდა საკუთარ მოქალაქეებზე, რატომ? რადგან აქციები ანტირუსული და პროევროპული იყო.

„გავრილოვის ღამის" შემდეგ კობახიძის გადაყენება პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, იმ დროს იყო ივანიშვილის ტაქტიკური სვლა, რადგან იცოდა, რომ იმ მომენტში საზოგადოებაში დიდი ბრაზი და ზიზღი იყო, ამ ადამიანის მიმართ და ის შეშინდა.

ივანიშვილი ტაქტიკურ უკან დახევას აკეთებს, მაგრამ ისევ უკან უბრუნდება კურსს და მისი კურსი არის გამოკვეთილად პრორუსული და ანტიეროვნულო გეგმის განსახორციელებლად მას სჭირდება ყველაზე მორჩილი შემსრულებლები და კობახიძემ მრავალი წლის განმავლობაში დაადასტურა, რომ ის მართლაც, გამოკვეთილი მორჩილი შემსრულებელია, ყველა ბინძური, ანტიქართული და ანტიეროვნული დავალების, რა დავალებაც შესაძლოა ივანიშვილისგან მიიღოს.

ტაქტიკური უკან დახევის შემდეგ, უმაღლეს თანამდებობაზე დააბრუნა, მაგრამ რაც არ უნდა მაღალ თანამდებობას იკავებდეს ადამიანი, პაიკი პაიკად რჩება და ამ ამპლუაში გვევლინება ეს ადამიანი მრავალი წელია",- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.