ერთი გზა, ორი საუკუნე ” სვანეთი დროისა და სივრცის ფარდობითი თამაში” 135 წლის შემდეგ, ვიტორიო სელას ლეგენდარული მარშრუტი კვლავ გაცოცხლდა! 1889-1890 წლებში იტალიელმა ფოტოგრაფმა და მკვლევარმა, ვიტორიო სელამ, სვანეთის უნიკალური კადრები შემოგვინახა. საუკუნენახევრის შემდეგ კი, ქართველ მკვლევართა და მთასვლელთა ჯგუფმა ნიკა ლებანიძის ხელმძღვანელობით, ზუსტად გაიმეორა ეს ისტორიული გზა ბეჩოდან უშგულამდე.