ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ღამით ჩვენმა შორ მანძილზე მოქმედმა „სანქციებმა“ მიზანში ამოიღო ოკუპანტების სამხედრო ლოჯისტიკა, ნავთობის ინდუსტრია და საჰაერო თავდაცვა. ეს ყველაფერი რუსეთის მიერ ჩვენი ხალხის წინააღმდეგ სასტიკ თავდასხმებზე სამართლიანი პასუხია“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, დარტყმები ფრონტის ხაზიდან 300 კილომეტრის მანძილზე განხორციელდა.
„ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა: საზღვაო ლოჯისტიკა, რომელიც კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანზიტისთვის გამოიყენება და ნავთობის ბაზა დროებით ოკუპირებულ ქერჩში. ასევე, წარმატებული დარტყმები განხორციელდა S-400 ანტისარაკეტო სისტემების ოთხ რადარსა და Pantsir-ის ორ სისტემაზე. რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და ჩვენი შორ მანძილზე მოქმედი ძალა ნამდვილად მშვიდობისთვის მუშაობს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.