საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს

2026-06-21 13:02:25+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მომდევნო კვირას პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტის წერილობითი ვერსია საკანონდებლო ორგანოში უკვე გაგზავნილია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დოკუმენტი ქვეყნის ყველაძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საგარეო პოლიტიკას, ჯანდაცვას და განათლებას. ოპოზიციური პარტიები ვარაუდობენ რომ პრემიერის ანგარიში ამ ჯერზეც რეალობას მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შემყვანი იქნება.