რუსთავის ქალთა ციხეში მყოფი მზია ამაღლობელი, ამავე ციხეში მოთავსებულ ელენე ხოშტარიას წერილით მიმართავს. ჟურნალისტი ელენე ხოშტარიას სოლიარობას უცხადებს და ამბობს რომ მის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის. ამავე წერილში ამაღლობელი აღნიშნავს რომ მკურნალობის შესახებ დასმული კითხვები სრულიად ლოგიკურია, რადგან ციხეში მოტავსების შემდეგ ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მაღალი საფრთხე იყო. შეგახსენებთ რომ ელენე ხოშტარიას მხარდამჭერების განცხადებით, მისი მდგომარეობა ციხეში ბოლო პერიოდშიგაუარესდა, რაც მათ შორის სიარულის გაძნელებაში გამოიხატება.