მედია - ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა - Palitra News

მედია - ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა

2026-06-21 13:06:45+04:00

ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გაყიდვა აიკრძალა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოკუპირებული ყირიმის რუსეთის მიერ დანიშნული ე.წ. ლიდერის, სერგეი აქსიონოვის განცხადებით, დღის განმავლობაში საწვავი მხოლოდ ე.წ. სამთავრობო უწყებებზე გაიყიდება.

„დღეს, 21 ივნისს, 9:00 საათიდან ყირიმის ბენზინგასამართ სადგურებზე შეჩერდა საწვავის გაყიდვა როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე ტალონებით, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის“, - აღნიშნა აქსიონოვმა.

ამასთან, აქსიონოვის ცნობით, დრონებით იერიშების შედეგად ოკუპირებულ ყირიმში 4 ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს ოკუპირებულ ყირიმში განხორციელებული დარტყმების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა.

„ყირიმის ხიდის ორივე მხარეს არსებულ ობიექტებზე დარტყმები განხორციელდა: საზღვაო ლოჯისტიკა, რომელიც კრასნოდარის მხარეში ნავთობის ტრანზიტისთვის გამოიყენება და ნავთობის ბაზა დროებით ოკუპირებულ ქერჩში“, - განაცხადა ზელენსკიმ.