დიდუბეში სატვირთო მანქანას საკუთარი ტვირთი, რკინის კონსტრუქცია დაეცა - მაშველებმა კაბინიდან ერთი პირი გამოიყვანეს - Palitra News

დიდუბეში სატვირთო მანქანას საკუთარი ტვირთი, რკინის კონსტრუქცია დაეცა - მაშველებმა კაბინიდან ერთი პირი გამოიყვანეს

2026-06-21 13:42:30+04:00

თბილისში, დიდუბეში სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქცია დაეცა.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანას რკინის კონსტრუქციები დაეცა, რომლითაც დატვირთული იყო. კერძოდ, თვითმხილველების ცნობით, სატვირთოს მძღოლმა დაამუხრუჭა, რა დროსაც, რკინა-ბეტონის კონსტრუქცია, რომელიც ავტომობილს გადაჰქონდა, გადმოცვივდა და მისივე კაბინას დაეცა.

როგორც ცნობილია, მაშველებმა მანქანიდან სატვირთოს მძღოლი გადმოიყვანეს, თუმცა ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია უცნობია.

„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.