შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა - Palitra News

შინაგან საქმეთა მინისტრმა აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა

2026-06-21 14:19:07+04:00

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, მოადგილეებთან გიორგი ბახუაშვილთან და ალექსანდრე დარახველიძესთან ერთად, აჭარის რეგიონში სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრებზე რეგიონში არსებული ვითარება და ზაფხულის სეზონზე უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. სულხან თამაზაშვილი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტშიც იმყოფებოდა, სადაც უწყების იმ თანამშრომლებს შეხვდა, რომლებიც სახელმწიფო საზღვარზე უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს უზრუნველყოფენ.