ბრიტანული მედიის ინფორმაციით, შესაძლოა, კირ სტარმერმა ორშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს. გავრცელებული ცნობების მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის სამთავრობო წყარომ განაცხადა რომ სტარმერი კვლავ ქვეყნის მართვაზეა ფოკუსირებული. ცნობისთვის, გადადგომის მოთხოვნით კირ სტარმერზე ზეწოლა გასულ თვეში ადგილობრივ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტიის“ დამარცხების შემდეგ გაიზარდა. შიდაპარტიული დაძაბულობის ფონზე რამდენიმე მინისტრმა თანამდებობა დატოვა.