„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, გამოვლინდა ქსელი, რომელიც საქართველოში რუსული ფინანსების გათეთრებაში იყო ჩართული - Palitra News

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, გამოვლინდა ქსელი, რომელიც საქართველოში რუსული ფინანსების გათეთრებაში იყო ჩართული

2026-06-21 15:40:09+04:00

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა ქსელი, რომელიც საქართველოში რუსული ფინანსების გათეთრებაში იყო ჩართული. ფარულავა პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ აღნიშნულ პროცესებში სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ჩართულობის ნიშნები იკვეთება. მისივე თქმით, საკითხს შესაძლოა საერთაშორისო რეაგირება და სანქციებიც მოჰყვეს. ფარულავამ ასევე აღნიშნა, რომ გავრცელებული მასალა კახი კალაძის პოლიტიკური გუნდისა და რუსულ ჯგუფებთან შესაძლო კავშირებზე მიუთითებს.