ბოლივიის პრეზიდენტმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბოლივიის პრეზიდენტმა, როდრიგო პასმა 90-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ანტისამთავრობო დემონსტრაციებისას გადაკეტილი გზების გასახსნელად ქალაქებში ჯარისკაცები გაგზავნა. ექვს კვირაზე მეტია, რაც ბოლივიაში პროფკავშირები, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფები და ფერმერები მთავრობის წინააღმდეგ დემონსტრაციებს აწყობენ. დემონსტრანტებმა, რომლებიც როდრიგო პასის გადადგომასა და საწვავის სუბსიდიების აღდგენას ითხოვენ, ქვეყნის მასშტაბით გზები გადაკეტეს. არეულობისა და სატრანსპორტო შეფერხებების გამო დიდ ქალაქებში საწვავის, საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტია. არეულობისას სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა