დონალდ ტრამპი - ირანმა დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს ლიბანში თავის „პროქსი ძალებს“, პრობლემების შექმნა შეწყვიტონ, თორემ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანმა დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს ლიბანში თავის „პროქსი ძალებს“, პრობლემების შექმნა შეწყვიტონ, თორემ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ

2026-06-21 18:46:55+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა „ჰეზბოლას“ ლიბანში „პრობლემების შექმნის“ დასრულება უნდა აიძულოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ირანს კვლავ დაარტყამს.

„ირანმა დაუყოვნებლივ უნდა აიძულოს ლიბანში თავის დაფინანსებულ „პროქსი ძალებს“, რომ პრობლემების შექმნა შეწყვიტონ. თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ ირანს კვლავ ძლიერად დავარტყამთ, ისე როგორც გასულ კვირას, მაგრამ უფრო ძლიერად“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ამასთან, Fox News-ის ჟურნალისტის, ტრეი ინგსტის ცნობით, დღეს დონალდ ტრამპს ესაუბრა, რომელმაც განუცხადა, რომ „თუ საჭირო გახდება, ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს დაამყარებს“.

„თუ ისინი შეთანხმებას არ გააფორმებენ, ჩვენ გადასახადებს დავაწესებთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ასევე, ინგსტის თქმით, ტრამპმა უთხრა, რომ გუშინ ირანელებს ესაუბრა და ისინი გააფრთხილა, რომ სრუტე არ დახურონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, „ქვეყანა აღარ ექნებათ“.