ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო - Palitra News

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო

2026-06-22 09:48:21+04:00

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ბესიკ ამირანაშვილი გურიის რეგიონში ტყის აღდგენის მასშტაბურ პროექტს ადგილზე გაეცნო. ოზურგეთი-ლანჩხუთის სატყეო უბანზე კომპლექსური პროექტი 18 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა. ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებებთან ერთად, ტერიტორიაზე 15 000 -მდე წითელი ნუსხით დაცული იმერული და წაბლფოთოლა მუხის ასევე, ნეკერჩხლისა და აკაციის სახეობის ნერგები დაირგო. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, ტყის აღდგენა-გაშენების ფართობი სპეციალური შესწავლის საფუძველზე შეიქმნა, რაც ეკოლოგიური თვალსაზრისით უზრუნველყოფს მარეგულირებელი ეკოსისტემური სერვისების გაძლერებას ნიადაგის დაცვის თვალსაზრისით.