შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა - Palitra News

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა

2026-06-22 09:49:05+04:00

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში ამერიკულ დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა, ხოლო პროცესში შუამავლების როლს პაკისტანი და კატარი ასრულებდნენ. მოლაპარაკებების მთავარი თემები ბირთვული პროგრამა, რეგიონული უსაფრთხოება, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენა და სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება იყო. ჯეი დი ვენსის განცხადებით, ვაშინგტონის მიზანი მხოლოდ მიმდინარე კრიზისის დასრულება არ არის და აშშ ირანთან ურთიერთობების „ახალ ჩარჩოზე“ მუშაობას ცდილობს. ირანის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების პატივისცემის პირობებში.