ედინბურგში მეჩეთთან მამაკაცი ნაჯახით გამვლელებს თავს დაესხა - Palitra News

ედინბურგში მეჩეთთან მამაკაცი ნაჯახით გამვლელებს თავს დაესხა

2026-06-22 09:49:57+04:00

ედინბურგში მეჩეთთან მამაკაცი ნაჯახით გამვლელებს თავს დაესხა. დაშავდა ხუთი ადამიანი. როგორც მედია იუწყება, თავდამსხმელი დაკავებულია და მას ბრალი უკვე წარუდგინეს. ის ეჭვმიტანილია ქსენოფობიურ ნიადაგზე თავდასხმაში. ინციდენტი შოტლანდიის დედაქალაქში, ერთ-ერთი მეჩეთის სიახლოვეს მოხდა. სოციალური ქსელებით გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს მამაკაცი, რომელიც ავტოგასამართ სადგურზე მანქანებს და პიცერიის შენობას აზიანებს. შემდეგ მას პოლიცია აკავებს. ეჭვმიტანილი 36 წლის მამაკაცია. დაშავებულებს შორის არიან მუსლიმი თემის წევრები. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებათ. მომხდარი დაგმო დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. კირ სტარმერმა განაცხადა, რომ დანაშაული მოტივირებული იყო მუსლიმებისადმი სიძულვილით. თავდასხმას გამოეხმაურა შოტლანდიის პირველი მინისტრი ჯონ სუინი, რომელმაც განაცხადეს, რომ შოტლანდიაში რასიზმისა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის ადგილი არ არის.