ორგანიზაციამ “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დოსტროფიას” - წევრთა საერთო კრება გამართა - Palitra News

ორგანიზაციამ “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დოსტროფიას” - წევრთა საერთო კრება გამართა

2026-06-22 09:52:49+04:00

ორგანიზაციამ “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დოსტროფიას” - წევრთა საერთო კრება გამართა. კრებაზე ორგანიზაციის წლიური ანგარიში წარადგინეს, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ორგანიზაციის ხარჯები. საუბარი იყო სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, საუბარია დიუშენის ცენტრის შექმნაზე, რომელიც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებს შესაბამის დახმარებას გაუწევს, როგორც ფინანაურად, ისე სხვა საჭიროებებით. შეხვედრაზე საუბარი მედიკამენტების საკითხსაც შეეხო. როგორც დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები აცხადებენ, ფარმაცევტულ კომპანიებთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და შეთანხმება უახლოეს დღეებში იქნება მიღწეული. ორგანიზაციის კრება ყოველწლიურად იმართება.