კომუნიკაციების კომისიამ „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში წალენჯიხაში უფროსკლასელებს, სტუდენტებსა და მასწავლებლებს ტრენინგები ჩაუტარა. ბენეფიციარები ახალი მოდულებით: „ინტერნეტი დასაქმებისთვის“ და „ხელოვნური ინტელექტის წიგნიერება“ გადამზადდნენ. ახალი მოდულები 2026 წლიდან, საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გამო დაემატა. აღნიშნული მოდულების სამიზნე აუდიტორია ადმინისტრაციის თანამშრომლები, პედაგოგები, სტუდენტები და უფროსკლასელები არიან. ახალი მოდულებით წალენჯიხაში 130-ზე მეტი ბენეფიციარია გადამზადებული.