4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებული 8 პირის საქმეზე განაჩენი დღეს გამოცხადდება. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:00 საათიდან მიმდინარეობს. აღნიშნული ეპიზოდი ეხებათ შემდეგ ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოცხადდა სასამართლოს უპატივცემლობის გამო გაძევებული ზურაბ ჭავჭანიძე. მისი თქმით, არც მას და არც მასთან ერთად დაკავებულებს დანაშაული არ ჩაუდენიათ. აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.