ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტი 24 ივნისს გაფართოების საკითხზე შეხვედრას გამართავს. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართული დელეგაცია არ იქნებაევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და კანდიდატი ქვეყნების ეროვნული პარლამენტების წევრები ორ სესიაზე გამართავენ დისკუსიას. შეხვედრის თემები იქნება: „ევროკავშირის გაფართოება — მომენტის გამოყენება“ და „პარლამენტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის წინსვლაში“. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია ქართული ოცნების ქმედებების გამო საფრთხეშია. - ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ რომ გასული კვირის განმავლობაში სხვადასხვა ევროპული სტრუქტურის მიერ გამოქვეყნებული კრიტიკული გზავნილები იმ მძიმე რეალობაზე მიანიშნებს, რომელიც მათი შეფასებით, ქვეყანაში ქართული ოცნების მმართველობის 14 წელმა მოიტანა. მაგდა ბლუაშვილს ვრთავთ პარლამენტიდან.