პრემიერის ანგარიში და ოპოზიციის კრიტიკა — პოლიტიკური შეფასებები და მოლოდინები - Palitra News

პრემიერის ანგარიში და ოპოზიციის კრიტიკა — პოლიტიკური შეფასებები და მოლოდინები

2026-06-22 12:28:14+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მომდევნო კვირას პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტის წერილობითი ვერსია საკანონდებლო ორგანოში უკვე გაგზავნილია. მთავრობის მეთაურის განცხადებით, დოკუმენტი ქვეყნის ყველა ძირითად მიმართულებას მოიცავს, მათ შორის საგარეო პოლიტიკას, ჯანდაცვას და განათლებას. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს საქართველო საგარეო შოკებს წარმატებით გაუმკლავდა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნა. დოკუმენტში საუბარია საგარეო პოლიტიკაზეც. ნათქვამია, რომ საგარეო პოლიტიკაში საქართველო აგრძელებს მრავალვექტორულ თანამშრომლობას და ევროკავშირთან ჰარმონიზაციას. ოპოზიციური პარტიები ვარაუდობენ, რომ პრემიერის ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებები, რეალობას მოკლებული და მანიპულაციური იქნება.