თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო - Palitra News

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო

2026-06-22 12:29:28+04:00

თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჯარის ბანაკი“ დაიწყო. ოფიციალური გახსნის ცერემონიალი კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიაში გაიმართა. ბანაკში მონაწილე ბავშვებსა და სამხედრო ინსტრუქტორებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ხელისუფლების პირებმა. ყურადღება გაამახვილდა ს ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მნიშვნელობაზე. „ჯარის ბანაკის პროექტის ფარგლებში მოზარდები, სამხედრო ქვედანაყოფებში აქტიურ, შემეცნებით, სიახლეებით დატვირთულ 6 დღეს გაატარებენ. ბავშვები გაივლიან საცეცხლე მომზადებას, თვითგადარჩენის კურსს; შეისწავლიან ტოპოგრაფიისა და სამხედრო ნავიგაციის საკითხებს; შეასრულებენ პირველადი სამედიცინო დახმარების, ასევე დაშავებულის ევაკუაციის პრაქტიკულ დავალებებს, . „ჯარის ბანაკი“ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის უკვე მეოთხე წელია, ტარდება.