იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს - Palitra News

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

2026-06-22 12:30:28+04:00

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე სხვადასხვა დროს დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოიღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვა საქმეზე დაკავებულია საქართველოს ერთი მოქალაქეც. გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებული ნარკოტიკების რეალიზაციას ე.წ. კურიერების დახმარებითაც ცდილობდა. იგი ნარკოტიკების შეძენით დაინტერესებულ პირებს, სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ, დანაშაულებრივ სქემაში ჩართვას სთავაზობდა. ე.წ. კურიერს ნარკოტიკული საშუალებები მითითებულ ადგილზე უნდა განეთავსებინა, გადაეღო ფოტოები, მოენიშნა ადგილმდებარეობა და ინფორმაცია ბრალდებულისთვის გადაეგზავნა, რის სანაცვლოდაც ფულად ანაზღაურებას მიიღებდა. ორივე შემთხვევაში დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.