შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა - რა განიხილეს აშშ-მ და ირანმა - Palitra News

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებები გაიმართა - რა განიხილეს აშშ-მ და ირანმა

2026-06-22 12:36:51+04:00

შვეიცარიაში აშშ-სა და ირანს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა. შეხვედრაში ამერიკულ დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობდა, ხოლო პროცესში შუამავლების როლს პაკისტანი და კატარი ასრულებდნენ. მოლაპარაკებების მთავარი თემები ბირთვული პროგრამა, რეგიონული უსაფრთხოება, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის აღდგენა და სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილება იყო. მოლაპარაკებების ფონზე რეგიონში დაძაბულობა სრულაად არ განმუხტულა. ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებულმა ნაბიჯებმა და ისრაელის მხრიდან უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთებულმა განცხადებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ შეთანხმების მიღწევა მხოლოდ პროცესის დასაწყისია.