21 ივნისს მამების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდაჭერითა და გაეროს მოსახლეობის ფონდის კამპანიის ,,კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში „მამების ლიგის“ შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების განმავლობაში ჩატარდა გამოფენა-გაყიდვა. ღონისძიებაში მონაწილეობდა გამომცემლობა „პალიტრა L“, რომელმაც წარადგინა წიგნი „მამის დაბადება“ - ახალბედა მამებისთვის შექმნილი გზამკვლევი, რაც მამობის მნიშვნელოვან ეტაპებსა და გამოწვევებს ეძღვნება. წიგნი ევროკავშირის მხარდაჭერით, გამომცემლობა „პალიტრა L“-თან თანამშრომლობით გამოიცა.